ტევესი ბოდიშს იხდის
- თარიღი: 22-02-2012, 15:14 | ავტორი: Frings | ნახვა : 257 | კომენტარები : 10 |

"ქალაქელების" ფორვარდმა ბოდიში მოუხადა გუნდის ხელმძღვანელობას მისი უაზრო და გაუმართლებელი საქციელის გამო...
შეგახსენებთ, რომ ტევესის სკანდალი თავისივე ახირების გამო დაიწყო. მან უარი თქვა მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომაზე, რის გამოც კლუბმა დასაჯა შემდეგნაირად - ხელმძღვანელობა კარლოსს არ აძლევდა უფლებას, შესულიყო სტადიონზე და ევარჯიშა, ანდაც ეთამაშა მატჩებში. ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ მისი "მანჩესტერ სიტიში" დარჩენა გადაწყდა. ახლა, არგენტინელი თავდამსხმელი ბოდიშს იხდის თავისი უპასუხისმგებლო საქციელის გამო.
"მე მინდა გულწრფელად და საჯაროდ მოვუხადო ბოდიში მათ, ვისაც ჩემი საქციელით ვაწყენინე და იმედი გავუცრუე. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მე ვფიქრობდი ამაზე და მივხვდი ჩემს დანაშაულს. ახლა მსურს, რომ კონცენტრირება "სიტიზე" გავაკეთო". - განაცხადა მოთამაშემ.
ტევესმა ასევე ბოდიში მოუხადა პრემიერ ლიგის დისციპლინური კომიტეტის წევრებს, რომელთა დაწესებულ სასჯელსაც იხდიდა იგი. ამჟამად, კარლოსმა განაახლა ვარჯიში და ცდილობს შევიდეს ძველებურ ოპტიმალურ ფორმაში.

ინფორმაცია
მომხმარებლის ჯგუფში სტუმარი, არ შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარი.