Image

10 საინტერესო ფაქტი მე-10 ტურის შემდეგ

image
ფაქტები


10 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 28 ქულას მოუყარა თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელებს" კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვთ ბურთების ფანტასტიკური სხვაობით (+29).

"მანჩესტერ სიტის", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია ბოლო 21 მატჩი. ეს არის საუკეთესო სერია ამ კლუბის ისტორიაში.
"მანჩესტერ სიტიმ" მოიგო პრემიერლიგის ზედიზედ 8 მატჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის ყველა 5 საშინაო მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რაც პირველი შემთხვევაა 2007/08 წლების სეზონის შემდეგ.

მიმდინარე სეზონში "სუონსის" ყველაზე ნაკლები (76) დარტყმა აქვს კარისკენ და, ასევე, ყველაზე ნაკლები (20) დარტყმა მიზანში.

"კრისტალ პალასი", "ბენევენტო", "მალაგა" და "დიჟონი" მიმდინარე სეზონის ის 4 გუნდია, რომლებმაც ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1) ყველა მატჩში გაუშვეს მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"ვესტ ჰემის" ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა თავისი 41-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და თან ყველა - საჯარიმო მოედნის შიგნიდან. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის "ევერტონის" ნახევარმცველ ტიმ კეჰილს, ვის აქტივშიც 56 გოლია.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა პრემიერლიგაში მე-18 გოლი (აქედან 11 - "ნიუკასლის" მაისურით) გაიტანა. საინტერესოა, ყველა ეს გოლი ვეინალდუმმა საშინაო მატჩებში შეაგდო.

"უოტფორდმა" ზედიზედ მეორე მატჩში წააგო, რაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა.

დენ სტარიჯმა "ლივერპულის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
30-10-2017, 17:51
198

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება