Image

ფატალური ერთფეროვნება და "ლურჯი" თამაში

image
ეს არის „ჩელსი“. ლურჯებს შეუძლიათ სამარცხვინოდ დამარცხდნენ რომში, ხოლო შემდეგ მოიკრიბონ ძალა და ორგანიზებული მატჩი ჩაატარონ შიდა ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქესთან. ეს არის ფეხბურთში ერთ-ერთი ძლიერი მხარე - უნარი იმისა,რომ გამოეთიშო იმ ყველაფერს რაც მოხდა ამ კონკრეტულ მატჩამდე. ეს კი ძალიან რთულად გასაკეთები რამეა. პირველივე წუთებიდან „ჩელსის“ ეტყობოდა ის, რომ მათ სურდათ ამ მატჩის მოგება და ისინი მზად იყვნენ ამისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ მატჩი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ყველა ელოდა - ჩაკეტილი ორივე მხარეს, არანაირი სანახაობა და შემტევი მხარე. კონტეს ბიჭებმა კი ამ ყველაფერს მოედანზე გამოჩენის საშუალება არ მისცეს.

პირველ ტაიმში ორივე გუნდი ცდილობდა, რომ რაიმე შეექმნათ. ლონდონელებისგან საშიშროებას ძირითადად 3 ფეხბურთელი ქმნიდა - მორატა, აზარი და ბაკაიკო. ბაკაიოკო სხვა მატჩებთან შედარებით შეტევებში ძალიან ხშირად ერთვებოდა, ასევე გამოირჩეოდა კარგი პოზიციების შერჩევით. საინტერესო აღმოჩენა, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეჯერ „ჩელსის“ ლურჯთმებიან ბიჭს იდეალური შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ როგორც ჩანს და ალბათ თვითონაც შენიშნა, მას ბევრი სამუშაო აქვს შეტევის დასრულებაზე.

შეტევაში ბაკაიკოს ასეთი თამაში შესაძლებელი გახადა პატარა ჯადოქარმა ნგოლო კანტემ. ალბათ, როგორი რთული იყო მისთვის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება ტრავმის შემდეგ - და ეგრევე ასეთ მნიშვნელოვან მატჩში. მაგრამ პატარა ჯადოქარმა მოვალეობას თავი იდეალურად გაართვა, როგორც ყოველთვის. რითაც „ჩელსის“ გულშემატკივრები გულზე ხელს აღარ იდებდნენ იმ დროს, როცა თავიანთი გუნდის თამაშს ხედავდნენ მოედნის ცენტრში.

მაგრამ, თუ კანტეს დაბრუნებამ გულშემატკივრები გაახარა, ამ დროს ლუიზის არ ყოფნამ ისინი გააოცა. ბრაზილიელი არამარტო ძირითად შემადგენლობაში, არამედ სათადარიგო სკამზეც კი არ იყო, ხოლო მატჩის შემდეგ კონტეს სიტყვებმა, რომ მან არ იცის ,თუ როგორი მომავალი ელოდება მცველს კლუბში - ყველა შოკში ჩააგდო. ეგრევე გამახსენდა ერთ-ერთი ტურის მატჩი, როცა ბრაზილიელმა უკმაყოფილება გამოხატა კონტეს მიმართ თავის შეცვლაზე. ამას დავუმატოთ საშინელი თამაში რომში, სადაც ყველაზე საშინლად დაცვა გამოიყურებოდა - და კონტეს ასეთ ფრაზას აქვს თავისი მიზეზები.

მეორე ტაიმის დასაწყისში, უკვე გამოკვეთილად ჩანდა მასპინძლების უპირატესობა. ასპილიკუეტამ შესანიშნავი გადაცემით საჯარიმოში მორატა იპოვა, ხოლო ამ უკანასკნელმა თავის სტილში, ელეგანტურად ბურთი ცხრიანში გაუშვა. ხოლო „მანჩესტერის“ გულშემატკივრებს ისღა დარჩენიათ იფიქრონ, თუ რაზე ფიქრობდნენ ამ მომენტში მათი საყვარელი კლუბის მცველები - ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა ამ დროს მატიჩმა, რომელმაც რატომღაც ბაკაიკოს საჯარიმოში აღარ შეჰყვა, როცა ეს დაინახა სმოლინგმა ეგრევე ბაკაიოკოზე გადაერთო, ხოლო ზურგს უკან დარჩა მარტო მორატა, რომელიც უნდა აეყვანა ბაის, ამ უკანასკნელს უნდა მიეტოვებინა ის მოთამაშე, რომელსაც ჰყავდა ზურგს უკან და მოეკლა ის მომენტი, რომელიც შეუქმნეს მორატას, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში ასეთი დონის ურთიერთგაგება არ არის.

რისი თქმა შეიძლება ჯამში? იმის, რომ ასეთი გამარჯვებები საჭიროა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჩელსი“ გამოსულია იმ რთულ მდგომარეობიდან, რომელში ბოლო მატჩებში იმყოფება. ჯერჯერობით გუნდის შედეგიანობის ტრაექტორია არც ისე თანაბრად გამოიყურება - ის რაც „ჩელსის“ აკლია არის სტაბილურობა,ამაზე კი ბევრი სამუშაო აქვს იტალიელს. რაც შეეხება მოურინიოს - არ არის ყველა თამაშში საჭირო შედეგზე თამაში. მიუხედავად „ჩელსისადმი“ პატივისცემისა, ლონდონური კლუბი არ არის ისე ძალიან ძლიერი, რომ „მანჩესტერს“ ელემენტარული ფეხბურთი ვერ ეჩვენებინა. თუ ჟოზე ტოპ კლუბებთან გასვლით მატჩებში კვლავ გააგრძელებს ფეხბურთზე უარის თქმას, ის ამით ძალიან ბევრ რამეს დაკარგავს.




ავტორი: Toma Mamuladze (ავტორის ნებართვით)шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
6-11-2017, 21:06
83

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება