Image

"ბარლისთან" შესრულებული ჰეთ–თრიქის შემდეგ კეინმა შირერის რეკორდი გაიმეორა

image
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ტოტენჰემმა" სტუმრად „ბარნლი“ 3:0 დაამარცხა, სამივე გოლი კი 24 წლის ინგლისელი ფორვარდის, ჰარი კეინის, ანგარიშზეა.

ამ ჰეთ–თრიქით ჰარი კეინმა "ნიუკასლის“ ლეგენდარული ფორვარდის ალან შირერის რეკორდი გაიმეორა.

კეინმა პრემიერლიგაში 36 გოლი მიითვალა და შირერის მიღწევა გაიმეორა. საერთო ჯამში მან 2017 წელს მეტოქეთა კარი 53-ჯერ აიღო და ამ მაჩვენებლით პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს ("რეალი“), პოლონელ რობერტ ლევანდოვსკის ("ბაიერნი“) და ურუგვაელ ედინსონ კავანის (პსჟ) გაუთანაბრდა.

2017 წელს ყველაზე მეტი გოლი "ბარსელონას“ არგენტინელ ფორვარდ ლიონელ მესის ანგარიშზეა - 54. თუმცა, "ტოტენჰემს“ 26 დეკემბერს მატჩი "საუთჰემპტონთან“ ელის და კეინს შანსი აქვს წელი ყველაზე მეტი გოლით დაასრულოს.

წყარო: premierleague.comшаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
24-12-2017, 19:50
95

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება