Image

კეინი: "ისეთ ფეხბურთელებთან შედარება, როგორიც მესი და შირერია - ეს ის არის, რის გამოც ფეხბურთის თამაში ღირს"

image
პრემიერლიგის მე-20 ტურში "ტოტენჰემმა“ "საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და 5-2 გაანადგურა, 24 წლის ინგლისელმა ფორვარდმა, ჰარი კეინმა პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, საერთო ჯამში კი მან მატჩში ჰეთ–თრიქი გაიფორმა.

ამრიგად კეინმა ლიონელ მესის 2017 წელს გატანილი გოლებით გადაასწრო და წელიწადი ტოპ-5 ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა.

შემდეგ კი 24 წლის ინგლისელმა მესსიზე ისაუბრა:

"მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ცალკე ოთახი მაქვს გამოსაყოფი. ჯერჯერობით, ისინი უბრალოდ სახლში, თაროზე დევს. ეს წელიწადი ფანტასტიური გამოდგა, ისეთ ფეხბურთელებთან შედარება, როგორიც მესი და შირერია - ეს ის არის, რის გამოც ფეხბურთის თამაში ღირს. ჰეთ-თრიქის გაფორმებით წლის დასრულება დიდებულია. ჩემი მიზანი მუდმივი პროგრესია და სწორედ ამისკენ მივისწრაფი მთელი კარიერის მანძილზე. იმედია, 2018 წელი "ტოტენჰემისთვის" უკეთესი გამოდგება."

წყარო: metro.co.ukшаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
26-12-2017, 20:33
144

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება