Image

"სიტიმ" პირველი მარცხი "ენფილდზე" იწვნია [ვიდეო]

image
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ენფილდზე" საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი გამოდგა "ლივერპულსა" და მანჩესტერ "სიტის" შორის.

მატჩი დინამიური, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრის დებიუტში, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ედერსონის კარი შორეული დარტყმით დალაშქრა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. პირველი ტაიმის საბოლოვო ანგარიში მე-40 წუთზე დაფიქსირდა, ლეროი სანემ ბრწყინვალედ დაამუშავა ბურთი და ტექნიკური მოძრაობით "ლივერპულის" ორი მცველი ჩამოიშორა, რომლის შემდეგაც უძლიერესი დარტყმით დალაშქრა კარიუსის კარი.

მეორე ტაიმის დასაწყისში მერსესაიდელებმა თამაშს მოუმატეს, 59 წუთის შემდეგ, 10 წუთიან მონაკვეთში "ლივერპულმა" მეტოქეს 3 ბურთი გაუტანა. პირველი გოლი რობერტო ფირმინომ გაიტანა. შემდეგ, სადიო მანემ სალაჰის გადაცემა გამოიყენა და ბურთი ცხრიანში გაუშვა, 68-ე წუთზე კი თავად მოჰამედ სალაჰმა, კარიდან გამოსულ ედერსონს ბურთი თავზე გადაუგდო და ეფექტური გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს, ბერნანდო სილვამ "სიტი" თამაშში დააბრუნა და სხვაობა 2-მდე დაიყვანა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი, აგუეროს გადაცემა გუნდოგანმა დაამუშავა და გოლი გაიტანა. ბოლო წუთზე "სიტის" კვლავ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა დე ბრუინის მიერ შესრულებული ჯარიმის შემდეგ სერხიო აგუერო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ამ მოგების შემდეგ „ლივერპულმა“ წაუგებელ მატჩთა სერია 18-მდე გაზარდა. „სიტიმ“ კი პრემიერლიგაში პირველი მატჩი დათმო.


„ლივერპული“ 4-3 „სიტი“

გოლები : ჩემბერლენი 1-0 (9'), სანე 1-1 (40'), ფირმინო 2-1 (59'), მანე 3-1 (61'), სალაჰი 4-1 (68'), ბერნარდო სილვა 4-2 (84'), აგუერო 4-3 (91')

шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
14-01-2018, 23:20
94

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება