Image

ინგლისის წამყვანი სათასო ჩემპიონატი - FA Cup

image
ინგლისის თასის, ანუ FA CUP-ის პირველი გათამაშება 1871/72 სეზონში გაიმართა და მასში „უონდერერსმა“ იმარჯვა.

მოქმედი ჩემპიონი „არსენალია“, რომელმაც 2017 წლის 27 მაისს, ფინალში „ჩელსი“ დაამარცხა. გარდა ამისა, „მეთოფეებს“ ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ (13-ჯერ) აქვთ მოგებული.

გამარჯვებული გუნდები:

1) "არსენალი" – 13
2) მანჩესტერ "იუნაიტედი" - 12
3) "ტოტენჰემი" – 8
4) "ლივერპული" – 7
5) "ჩელსი" – 7

რეკორდები:
* ყველაზე მეტჯერ ეს გათამაშება ეშლი კოულს აქვს მოგებული (7-ჯერ).
* ამ ტურნირის ბომბარდირი 49 გოლით ენრი ქარშემია.
* ჯიმი როსი არის ფეხბურთელი, რომელსაც Fa Cup-ის ერთ სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი.
* ერთ თამაშში ყველაზე მეტი გოლი ტედ მაკდუგალმა გაიტანა (9 გოლი).
* 2012 წელს, დიდიე დროგბა გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც FA თასის ოთხ ფინალში გაიტანა გოლი.
* ფინალებში ყველაზე მეტი გოლი იან რაშს აქვს გატანილი (5 გოლი).
* 1887 წელს „პრესტონ ნორთ ენდმა“ „ჰაიდი“ 26-0 დაამარცა, რაც დღემდე ყველაზე შედეგიანი მატჩია თასის ისტორიაში.
* 2011 წელს სინ კატო გახდა ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე (16 წლისა და 25 დღის) რომელმაც გოლის გატანა შეძლო.
* ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გარეტ მორისია. მან თავი მე-4 წამზე გამოიჩინა.
* თერთმეტმეტრიანების ყველაზე ხანგრძლივი სერია 2005 წელს „თანბრიჯ უელსსა“ და „ლითლჰემპტონ თაუნს“ შორის გაიმართა. თითოეულმა გუნდმა 20
პენალტი შეასრულა. საბოლოოდ, „თანბრიჯმა“ 16-15 იმარჯვა.

FA Cup 2017-ის გამარჯვებული — არსენალი

ინგლისის წამყვანი სათასო ჩემპიონატი - FA Cup
шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
16-01-2018, 23:00
164

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება