Image

"ჩელსი" 3-0 "ვესტ ბრომვიჩი" (ვიდეო) კონტემ ჰეითერები დაადუმა

image
პრემიერლიგის 27-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში, ლონდონის "ჩელსიმ" "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. ედენ აზარმა ლამაზი კომბინაცია ჟირუსტან გაითამაშა და ფოსტერს შორეულ კუთხეში გაუტანა. შეხვედრის მშვენება კი ლონდონელთა მეორე გატანილი ბურთი გახდა. სესკ ფაბრეგასმა, მცირედი რიკოშეტის დახმარებით, ვიქტორ მოზესს ულამაზესი პასი მიაწოდა, რომელმაც სტუმართა მეკარე მეორედ დაამწუხრა.

მატჩს წერტილი კი ისევ ბელგიელმა უნივერსალმა დაუსვა. 71-ე წუთზე მან შორეული დარტყმით მეტოქე გუნდის კარი მესამედ აიღო, საკუთარ ანგარიშზე კი დუბლი გაიფორმა. ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერლიგაში ყველა გუნდს 27 მატჩი დაუგროვდა.

ამ გამარჯვებით "ჩელსიმ" 53 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება, "ვესტ ბრომი" კი - 20 ქულით, ბოლოა.

"ჩელსი" 3-0 "ვესტ ბრომვიჩი"
გოლები:
1-0 აზარი (25'), 2-0 მოზესი (63'), 3-0 აზარი (71')


шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
13-02-2018, 19:32
157

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება