Image

ჩემპიონთა ლიგა: "ჩელსი" ესპანეთში ითამაშებს

image
დღეს, 14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების უკანასკნელი დღეა, "კამპ ნოუზე" ნამდვილი ჯახი გველის, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან.

ოთხშაბათი, თბილისის დროით 23:45, "კამპ ნოუ", არბიტრი: დამირ სკომინა.

პირველი მატჩი:
"ჩელსი" 1-1 "ბარსელონა"
გოლები: 1-0 ვილიანი (62'), 1-1 მესი (75')

გუნდების ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით, "ბარსელონა" ამ წყვილში უდავო ფავორიტად მიიჩნევა. პირველი შეხვედრის შემდეგ, კატალონიელთა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვალვერდეს შეგირდები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათი მეტოქე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდი იქნება. ლონდონის "ჩელსის" ნებისმიერი მდგომარეობიდან შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ამ გუნდს ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები, ასე რომ, "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე მხოლოდ დაბალანსებული, ორგანიზებული და უშეცდომო თამაში მართებს.

სავარაუდო შემადგენლობები:
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, უმტიტი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პაულინიო, ინიესტა, მესი, სუარესი
"ჩელსი": კურტუა, რუდიგერი, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო, აზარი, ვილიანი, პედრო

საინტერესო ფაქტები:

  • *ამ ორ გუნდს შორის უკანასკნელი ოთხი მატჩი "კამპ ნოუზე" ფრედ დასრულდა.
  • *"ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ბარიერი რვაჯერ დაძლია და ოთხჯერ ამ სტადიაზე შეჩერდა.
  • *ლონდონში, 20 თებერვალს, ლიონელ მესიმ "ჩელსის" კარში პირველი გოლი გაიტანა. ამისთვის მას ცხრა შეხვედრის ჩატარება დასჭირდა.
  • *თებერვლის მატჩამდე უკანასკნელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ლონდონელების გამარჯვებით დასრულდა, 2011/12-წლების ნახევარფინალში. მაშინაც, პირველი მატჩი ლონდონში გაიმართა და ერთადერთი გოლი დიდიე დროგბამ გაიტანა.
  • *"ჩელსიმ" წარმატება იზეიმა ექვსიდან ოთხ შემთხვევაში, როდესაც პირველი მატჩი შინ, ფრედ დაასრულა.
  • *"ჩელსიმ" ესპანური გუნდების წინააღმდეგ 10-ორმატჩიანი დაპირისპირება ჩაატარა (გავიდა 4-ჯერ, გამოვარდა 6-ჯერ)
  • *"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებში 2013 წლის სექტემბრიდან არ აგებს - 24 მატჩი.


ვალვერდე: "ლონდონში მეტოქის ძლიერი მხარე შევისწავლეთ"
ანტონიო კონტე: "ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოთამაშე ვალდებულია დღეს თავისი მაქსიმუმი აჩვენოს."шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
14-03-2018, 14:11
66

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება