Image

კონტე წაგებულ მატჩზე და მესსიზე: "ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ"

image
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, კატალონიის "ბარსელონასთან" წაგებულ მატჩზე ისაუბრა. მისი აზრით, ორმატჩიანი დაპირისპირების ბედი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ გადაწყვიტა.

"დღეს ყველაფერი მესიმ გააკეთა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც. ამ მატჩებში ძელს ოთხჯერ გავარტყით ბურთი ჩვენ ძელს ჯამში 4-ჯერ მოვარტყით, ეს კი უიღბლობაა. დღესაც ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, მეტოქე კი დაუნდობელი იყო. ჩემი ფეხბურთელების მადლიერი ვარ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ალბათ, 0-3-ს არ ვიმსახურებდით. "ბარსელონას“ შეტევები მომაკვდინებელია. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მესის ყოველ წელს 60 გოლი გააქვს. საუბარი ტოპ-მოთამაშეზე კი არა, სუპერ ტოპ-მოთამაშეზეა. გული არაფერზე გვწყდება. ახლა დროა "ლესტერთან" გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ."

წყარო: UEFA.comшаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
15-03-2018, 16:18
113

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება