Image

მოურინიო:“არ ვაპირებ გავიქცე, გავქრე ან ვიტირო”

image
მანჩესტერ "იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს ვრცელი კომენტარი "სევილიასთან" მარცხის შემდეგ.

"მე გულშემატკივრებს არ ვამტყუნებ, რადგან ისინი ჩვენ გვქომაგობენ და მათი რეაქციები ბუნებრივია. მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მემკვიდრეობა ჰქვია. მე კი მემკვიდრეობით მივიღე გუნდი, რომელიც ლიგის ფინალში უკანასკნელად 2011 წელს იყო.

უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში „იუნაიტედის“ საუკეთესო შედეგი 1/4 ფინალი იყო. უკანასკნელად პრემიერლიგა გუნდმა 2012-2013 წლებში მოიგო. მას შემდეგ იყო მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილები.

მაგალითისთვის, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში „სიტისთვის ყველაზე ცუდი სეზონი მაშინ აღმოჩნდა, როდესაც „ქალაქელებმა“ მეოთხე ადგილი დაიკავეს. მათ ორჯერ, შეიძლება უკვე ითქვას, რომ 3-ჯერ მოიგეს პრემიერლიგა. 2-ჯერ კი მეორე ადგილი დაიკავეს.

იცით, რა არის მემკვიდრეობა ? დე ბრუინი, სტერლინგი, ფერნანდინიო, სილვა, აგუერო - ეს წარსულში ჩადებული ინვესტიციაა. ისინი გუნდში დიდი ხანია არიან. და თქვენ იცით, რამდენი ფეხბურთელი წავიდა „იუნაიტედიდან“ ? ერთ დღესაც, როდესაც მე ამ გუნდს დავტოვებ, ახალ მწვრთნელს დახვდებიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდში დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებენ.

არ ვაპირებ გავიქცე, გავქრე ან ვიტირო, როდესაც ჩემს მისამართით ტრიბუნებიდან სტვენას გავიგებ. არ ვაპირებ მატჩის მერე გვირაბისკენ გავიქცე, რათა გავქრე. მომდევნო დაპირისპირებაში პირველი ვიქნები, ვინც სტადიონზე გამოვა. პასუხისმგებლობის არ მეშინია.

როდესაც 20 წლის ვიყავი, ფეხბურთში არაფერს წარმოვადგენდი. უბრალოდ, ვიღაცის შვილი ვიყავი. ახლა, როდესაც 55 წელი შემისრულდა, ის ვარ, რაც ვარ. ყველაფერს შრომის, ნიჭისა და აზროვნების ხარჯზე მივაღწიე.

მესმის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ხალხი, ვისაც არ ვუყვარვარ ჩემი გამარჯვებების გამო მძიმე მდგომარეობაში იყო. ბოლო ტიტული 10 თვის წინ მოვიპოვე.

ცოტა ხნის წინ, "ჩელსი“ და "ლივერპული“ დავამარცხე, მაგრამ "სევილიასთან“ წავაგე და ამ ხალხმა გაიხარა."

წყარო: skysports.comшаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
17-03-2018, 17:04
121

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება