Image

ვენგერი წასვლაზე საუბრობს

image
არსენ ვენგერის განცხადებით, იგი ზაფხულში გუნდს დატოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელმძღვანელობა მისი მუშაობით კმაყოფილი არ იქნება.

"კლუბში 21 წელი გავატარე და მაქვს სურვილი რომ თავს ვგრძნობდე წარმატებულად. ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხელმძღვანელობა ჩემს შრომას. ამის გათვალისწინებით გადავწყვეტთ, თუ როგორ მოვიქცევით მომავალში. მე ყოველთვის ვცდილობ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები შევასრულო."

"გულწრფელად გეტყვით, რომ მიღწევები ეხლა უფრო მეტად მახარებს ვიდრე მახარებდა ადრე, თუმცა როდესაც კლუბში ამდენი ხანი მუშაობ რასაკვირველია შენს მიმართ არაერთი კითხვა არსებობს."

"მე ყოველ დღე ვფიქრობ იმაზე თუ როგორ გავაუმჯობესო ჩემი საქმიანობა და ყოველ წელიწადს ხელმძღვანელობასთან ერთად განვიხილავ ამ თემას".

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი სურვილი "არსენალთან" ერთად წარმატების მიღწევის არის უდიდესი და მომავალში რაც არ უნდა მოხდეს ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება".


წყარო: Daily Mirrorшаблоны для dle 11.2
ავტორი: Premierleague
27-10-2017, 10:24
286
მსგავსი სიახლეები

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება