Image

რომა - ჩელსი

image
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში, ერთმანეთს რომა და ჩელსი დაუპირისპირდება. გუნდები "ც" ჯგუფში აშკარა ფავორიტები არიან და ჯგუფიდან გასვლა არ გაუჭირდებათ, მანამდე კი ერთმანეთში გაარკვევენ ურთიერთობას.

ორი კვირის წინ ინგლისში მათი დაპირისპირება ნამდვილი სპექტაკლი იყო, რომელშიც მაყურებელმა 6 გოლი იხილა (3:3). ამ მატჩში აღებულმა 1 მა ქულამ ჩელსის ჯგუფში ლიდერობა შეუნარჩუნა. დღეს კი ჩელსის იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს, მშობლიურ იტალიაში მოუწევს დაიცვას საკუთარი გუნდის პირველობა.

"ჩვენ რთული ჯგუფი გვაქვს, რომა და ატლეტიკო ძალიან ძლიერი გუნდებია, მიუხედავად ამისა ჩვენთვის პრიორიტეტი ცხრილის სათავეში ყოფნაა - განაცხადა იტალიელმა პრეს კონფერენციაზე.

მცირეხნიანი ჩავარდნის შემდეგ, ჩელსი კვლავ დაუბრუნდა საკუთარ ფორმას. პრემიერ ლიგაში ლონდონელებმა ვოტფორდი და ბორნმუთი დაამარცხეს, ლიგის თასზე კი ევერტონს სძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ჩელსის ბოლო 5 იტალიური ვოიაჟი მოგების გარეშე დასრულდა, მათ შორის გუნდი 4 ჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა. ხუთივე თამაშში ლონდონელებმა მინიმუმ 2 გოლი მიიღეს საკუთარ კარში.

ორი კვირის წინ კონტემ, მწვრთნელის რანგში პირველად გაუშვა 3 გოლი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში.

ბოლო 14 მცდელობიან ჩელსი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 13 ჯერ გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ედენ აზარმა ყველაზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა - 13.

გუნდს დაუბრუნდა ნგოლო კანტე, რომელმაც შესაძლოა სათამაშო წუთებიც მიიღოს დღევანდელ მატჩში.шаблоны для dle 11.2
ავტორი: Premierleague
31-10-2017, 15:08
78

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება