Image

საფეხბურთო ბრძოლა ლონდონში

image
"ჩელსი" - "ბარსელონა"
სტადიონი: სტემფორდ ბრიჯი
მატჩის დაწყების დრო: 23:45
არბიტრი: ჯუნეიტ ჩაქირი (თურქეთი)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია "ჩელსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება. ჩემპიონთა ლიგის უახლოეს ისტორიაში გაიხსნა ახალი თავი, რომელიც ლონდონურ-კატალონიურ ბრძოლას ეძღვნება. ბოლო 18 წლის განმავლობაში "პენსიონერები" და "ბლაუგრანელები" ერთმანეთს 12 ჯერ დაუპირისპირდნენ და თითოეულ მათგანში მატჩის ბოლო წუთამდე ინტრიგა შენარჩუნებული იყო, თითოეული საბრძოლო მომენტი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ფეხბურთის გულშემატკივრებს.

საფეხბურთო ბრძოლა ლონდონში


"ბარსელონასთვის" "ჩელსი" არასასიამოვნო მეტოქედ ჩამოყალიბდა. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 6 წლის წინ დაუპირისპირდნენ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც ორი მატჩის შედეგად რობერტო დი მატეოს გუნდმა სასწაულებრივად მოახერხა პეპ გვარდიოლას სუპერ გუნდის დამარცხება ანგარიშით 3:2. რაც შეეხება 1/8 ფინალის სტატიას, აქ გუნდებს შორის სრული თანაფარდობაა. 2005 წელს "ჩელსიმ" მოახერხა მეტოქის გამოთიშვა ჩემპიონთა ლიგიდან, ხოლო მომდევნო სეზონში უკვე "ბარსა" აღმოჩნდა მოწინააღმდეგეზე ძლიერი.



ორივე გუნდს შესანიშნავი სპარინგ პარტნიორები ჰყავდათ ჯგუფურ ეტაპზე. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა "D" ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულეს და ჩამოიტოვეს "იუვენტუსი". ანტონიო კონტეს ბიჭებმა კი ჯგუფში პირველობა "რომას" დაუთმეს, თუმცა უკან ჩამოიტოვეს "მადრიდის ატლეტიკო".



გუნდები ერთმანეთს სერიოზული დანაკლისების გარეშე დაუპირისპირდებიან. სტემფორდ ბრიჯზე "ბარსას" ნელსონ სემედუ დააკლდება. ამასთანავე "ბარსას" ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას, რადგან მიმდინარე სეზონში მან უკვე ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულის" მაისურით. "ჩელსის" დახმარებას ვერ შეძლებს დავიდ ლუისი, რომელსაც ტრამვა აწუხებს. საეჭვოა ასევე ბაკაიოკოსა და ბარკლის თამაში.



"ჩელსი" - "ბარსლონას" დაპირისპირების საინტერესო ფაქტები

გუნდებმა ერთმანეთში 12 ჯერ ითამაშეს საიდანაც "ჩელსიმ" მოიგო 4, "ბარსელონამ" 3, ხოლო დანარჩენი 5 მატჩი დასრულდა ფრედ.


კლუბები მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, წარმატების შემთხვევაში "ბარსა" მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლას ზედიზედ 11 ჯერ. ბოლო 5 სეზონის განმავლობაში "ჩელსი" 1/8 ფინალიდან შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ გავიდა და ბოლო 2 წელია სწორედ 1/8 ფინალში ეთიშება ჩემპიონთა ლიგას.


"ჩელსის" ევროტურნირებზე 10 ორმმატჩიანი დაპირისპირება აქვს ჩატარებული ესპანურ გუნდებთან (4მ, 6წ). ბოლო ასეთი დაპირისპირება იყო 2013/14 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ატლეტიკო მადრიდის" წინააღმდეგ. გუნდები ესპანეთში ნულოვან ფრეს დასჯერდნენ, სტემფორდ ბრიჯზე კი "ატლეტიკომ" 1:3 გაიმარჯვა.

"ჩელსის" სტატისტიკა საკუთარ მოედანზე ესპანური კლუბების წინააღმდეგ შემდეგია: 9 მოგება, 5 ფრე და 2 წაგება.

"ბარსას" სტატისტიკა გასვლით მატჩებში ინგლისური კლუბების წინააღმდეგ შემდეგია: 9 მოგება, 8 ფრე და 15 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები დღევანდელი მატჩისთვის:

"ჩელსი": კურტუა, ასპილიკუეტა, კეხილი, რუდიგერი, მოზესი, დრიკვოთერი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო, აზარი, მორატა.
"ბარსა": ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, ბიკე, უმტიტი, ხორდი ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, პაულინიო, მესი, სუარესი

"ჩელსი" - "ბარსა" მატჩის პროგნოზი
მიუხედავად "ჩელსის" ბოლო ორი გამარჯვებისა "ვესტ ბრომვიჩის" და "ჰალის" წინააღმდეგ, უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება. "ბარსა" კი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩენებს, რაც ბუკმეიკერების არჩევანსაც ეტყობა. ესპანელების მოგებას მხოლოდ და მხოლოდ 2.1 აქვს კოეფიციენტი, "ჩელსის" გამარჯვებას კი 3.75 კოეფიციენტით აფასებენ. ჩვენი აზრით, იქნება ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა, რომელშიც პირველი ნახევარი უგოლოდ დარჩება და მეორე ნახევარი უფრო სანახაობრივი იქნება.

თქვენ რას ფიქრობთ, როგორ დამთავრება შეხვედრა? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.шаблоны для dle 11.2
ავტორი: Premierleague
20-02-2018, 13:25
1 300
გიორგი
გიორგი 20 თებერვალი 2018 13:51
დიდი მატჩი გველის წინ
roma
roma 20 თებერვალი 2018 19:30
შეცდომას თუშეასწორებთ კარგი იქნება 4ჯერ იმარჯვა ინგლისელებმა 3ჯერ კატალონიელებმა ხოლო რაც შეხება ფრეს 5 იყო და არა 6

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება