Image

უგოლო ფრე სანჩეს პისხუანზე

image
ფრანგი ფეხბურთელი თამაშში ადრევე ჩაერთო თუმცა მისმა ჩართულობამ არანაირად არ შეცვალა იმ საზიზღარი თამაშის მიმდინარეობა რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" აჩვენა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მოედანზე გამოსვლამდე, პოგბას თამაში გაურკვეველი იყო. ფეხბურთელების გამოჩენის შემდეგ, მაურინიოს გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა მოთქმა და ინტრიგა გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ პოგბა მოედანზე დაგეგმილზე ადრე შემოვიდა, ფეხბურთელმა წითელი ეშმაკების თამაშში ვერანაირი გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა და ისიც იმ ცუდი თამაშის მონაწილე გახდა რაც, "მანჩესტერმა" გუშინ აჩვენა. სტუმრება "სევილიას" 25 დარტყმას მხოლოდ 6 დარტყმით უპასუხეს. თამაშის სტატისტიკას, რომ შევხედოთ აუცილებლად იფიქრებთ, რომ სტუმარი გუნდი უნდა განადგურებულიყო, თუმცა დე ხეას საოცარმა თამაშმა "მანჩესტერის" კარი მშრალად შეინახა.

ეშმაკების პირველი არასასიამოვნო მომენტი 16-ე წუთზე შეიქმნა. ანდერ ჰერერა სახიფათო ორთაბრძოლის შემდეგ, მიწაზე დაეცა და მარჯვენა ბუციც მოისროლა, რაც იმის მაჩვენებელი, იყო რომ ფეხბურთელი თამაშს ვეღარ განაგრძობდა. მოურინიომ, პოგბა ეგრევე გამოიძახა და ფრანგი მოედანზე გამოჩნდა უკვე მანამდე სანამ ჰერერას ნასროლი ბუცი მოედანზე დაეცემოდა.

ფრანგის შემოსვლას დიდი ეფექტი არ მოუხდენია. მის შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგაც, მანჩესტერ იუნაიტედი შეტევაში ძალიან მოიკოჭლებდა.

რომელუ ლუკაკუ ხშირად ექცეოდა რამდენიმე "სევილიას" ფეხბურთელს შორის. ბურთის მოგების შემთხვევაში ბელგიელი დახმარების გარეშე რჩებოდა და შემდეგ ბურთსაც კარგავდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო კვირებში შეტევაში ძალიან მოისუსტებს. არ იგრძნობა გუნდური ერთიანობა, ალექსის სანჩესის გაქცევები, რაც არც თუ ისე ხშირად ახარებს გულშემატკივრის თვალს ძირითადად უშედეგოდ მთავრდება. მეორე მხრივ გუნდი დამოკიდებული იყო დავიდ დე ხეას ბრწინვალე თამაშზე, რომელმაც არაერთი სეივი განახორციელა. უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ დე ხეამ 8 სეივი შეასრულა, რომელთაგან ერთი განსაკუთრებული სირთულის იყო. ეს რიცხვი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში მეორეა, პირველად იგივე შედეგი ედვინ ვან დერ სარმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააფიქსირა.

პირველი ნახევრის დასრულებამდე ერთი წუთის ინტერვალში დე ხეამ ორი სეივი გააკეთა. პირველ შემთხვევაში ესპანელმა ნზონზოს აჯობა, მეორე სეივით კი მურიელს სასწაულებრივი რეაქციის ფონზე 2 მეტრიდან დარტყმული თავური აუღო.

უგოლო ფრე სანჩეს პისხუანზე


მატჩის მეორე ნახევარში "მანჩესტერმა" ოდნავ უმატა, თუმცა მაურინიოს დაცვითი ტაქტიკა გუნდს აშკარად ეტყობოდა. შეტევაში გუნდი მხოლოდ 4 ფეხბურთელით გადადიოდა, რაც "სევილიას" საქმეს უადვილებდა.

მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ალექსის სანჩესის ნაცვლად რეშფორდი ჩაერთო თამაშში. ინგლისელმა თამაში გამოაცოცხლა და "მანჩესტერის" შეტევებმაც მიმართლება მიიღო. ოდნავ მოგვიანებით მატას ნაცვლად მოედანზე ენტონი მარსიალი გამოჩნდა. ორი ვინგერის გამოჩენით წითელი ეშმაკების შეტევა უფრო სახიფათოდ გამოიყურებოდა მატჩის ბოლო წუთებში, ვიდრე მთელი თამაშის განმავლობაში.

მაურინიოს ეს შეცვლები, რომ ცოტა ადრე გაეკეთებინა, შესაძლოა "მანჩესტერს" 3 ქულაც წამოეღო "სევილიასგან. თუმცა მწვრთნელმა თავისი ჩანაფიქრი იცის და საკუთარ გეგმას ბოლომდე მიმყვა.

საბოლოოდ მატჩი უგოლოდ 0-0 დასრულდა. ოლდ ტრაფორდზე "მანჩესტერს" ნებისმიერი ანგარიშით მოგება დასჭირდება რათა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გავიდეს. მაურინიოს აზრით მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია.

ამ მატჩში ნაჩვენები თამაშით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება ჩემპიონთა ლიგის მოგება.

არ გამოტოვოთ: სევილია 0:0 მანჩესტერ იუნატედი ვიდეო მიმოხილვაшаблоны для dle 11.2
ავტორი: Premierleague
22-02-2018, 11:07
129

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება