Image

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" მატჩის მიმოხილვა და პროგნოზი

image
პრემიერ ლიგის 30-ე ტურში წითელი ეშმაკები, "ლივერპულს" უმასპინძლებს. გუნდები პრემიერ ლიგის ცრხილში 2-ე და 3-ე ადგილს იკავებენ. მერსისაიდელები მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან მეტოქეს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" სამშაბათს, "სევილიას" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე საშინაო მატჩი აქვს გასამართი. პირველი შეხვედრა უგოლო ფრე დასრულდა. ამ მატჩში კი ესპანელები არაფერს დაუთმობენ ინგლისელებს. პრემიერ ლიგის ბოლო მატჩში ეშმაკებმა, "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ სტუმრად გამართულ შეხვედრაში 2 ბურთიანი სხვაობა აღმოფხვრეს და 3 ქულის მოპოვებაც შეძლეს.


რაც შეეხება "ლივერპულს", გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 - ფინალის საგზური უკვე გაინაღდა და მომავალ მეტოქეს ელოდება. მანამდე კი ეცდება "მანჩესტერის" მდგომარეობით ისარგებლოს და პრემიერ ლიგის ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ბოლო ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ნიუკასლი" ანგარიშით 2-0 დაამარცხა.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობა შემდეგია:

"მანჩესტერ იუნაიტედი" : დე ხეა, ვალენსია, ბეილი, სმოლინგი, იანგი, მაკტომიანი, მატიჩი, პოგბა, ლინგარდი, ლუკაკუ, სანჩესი.
"ლივერპული" : კარიუსი, რობერტსონი, დიიკი, მატიპი, არნოლდი, ჩანი, ჰენდერსონი, ჩემბერლინი, მანე, ფირმინო, სალაჰი.

ჩვენი პროგნოზი:

მატჩის შედეგმა დიდწილად შესაძლოა პრემიერ ლიგის მეორე ადგილოსანი გამოავლინოს. დიდი ალბათობით, მაურინიო დაცვით ფეხბურთს შემოგვთავაზებს, რათა გუნდის ძალებიც დაზოგოს და ლივერპულის შემტევებიც შეაკავოს. აღსანიშნავია, რომ წელს მაურინიოს გუნდს პრემიერ ლიგის მოგების შანსი ნაკლებად აქვს, შესაბამისად მთელი გუნდი "სევილიას" მატჩზე იქნება კონცენტრირებული. თავის მხრივ მაურინიოსაც არ ჩვევია რამდენიმე კურდღლის დევნა, შესაბამისად ამ თამაშში გუნდს არ დაღლის და თავგამოდებით თამაშს არ მოითხოვს. მეორე მხრივ კლოპს "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ არც თუ ისე კარგი სტატისტიკა აქვს, ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 ის მოგება მოახერხა და ყველანაირად ეცდება სტატისტიკის გაუმჯობესებას.

ჩვენი პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" ---- მოიგებს ლივერპულიшаблоны для dle 11.2
ავტორი: Premierleague
9-03-2018, 21:11
210

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება