ისტორია
- თარიღი: 7-05-2011, 11:36 | ავტორი: vafrags | ნახვა : 3316 | კომენტარები : 0 |

მოკლე ისტორია ინგლისის პრემიერ ლიგაზე
პრემიერ ლიგა (ოფიციალურად ცნობილი, როგორც BARCLAYS PREMIER LEAGUE) ინგლისურ საფეხბურთო კლუბთა პროფესიული ლიგაა. ეს არის ინგლისური საფეხბურთო ლიგის მთავარი შეჯიბრი. მასში მონაწილეობს 20 გუნდი. სეზონი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისამდე, თითოეული გუნდი ატარებს 38 თამაშს ერთმანეთთან.
შეჯიბრი ჩამოყალიბდა, როგორც პრემიერლიგა 1992 წლის 20 თებერვალს, ხოლო იმავე წლის აგვისტოში ჩატარდა პირველი თამაშები. აქედან მოყოლებული პრემიერლიგა გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, სანახაობრივი და ყურებადი საფეხბურთო ლიგა.
40 კლუბზე მეტს აქვს ნათამაშები პრემიერლიგაში, თუმცა მხოლოდ 4 მათგანმა შეძლო ტიტულის დასაკუთრება. ესენია: მანჩესტერ იუნატედი, ბლექბერნ როვერსი, არსენალი და ჩელსი. მოქმედი ჩემპიონი გახლავთ ლონდონის „ჩელსი“. სწორედ ეს გუნდია ბოლო, 2009-2010 წლების სეზონის გამარჯვებული. ყველაზე მეტჯერ, 11-ჯერ, ჩემპიონი გახდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, 3-3 ჯერ ტიტული დაისაკუთრეს ლონდონურმა გუნდებმა, არსენალმა და ჩელსიმ. მხოლოდ ერთხელ შეწვდა ტიტულს ბლექბერნ როვერსი.
ისტორია
1980-იან წლებიდან ინგლისური ფეხბურთი უკან-უკან მიექანება. ამის მიზეზი მრავალია: არასათანადოდ გამართული ინფრასტრუქტურა, სტადიონები, მხარდამჭერთა მწირი რაოდენობა, მაყურებელთა ხულიგნობა და ამ ყველაფრის კულმინაცია, უბედური შემთხვევა ბელგიაში, სტადიონ „ეიზელზე“, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში: ლივერპული-იუვენტუსი, ინგლისელ ქომაგთა ზღვარგადასულმა საქციელმა ათეულობით იტალიელი გულშემატკივარი გამოასალმა სიცოცხლეს. ეს ტრაგედია 1985 წელს მოხდა, რამაც უეფა აიძულა უმკაცრესად დაესაჯა ინგლისელები, ყველა ინგლისურ გუნდს 5 წლით აეკრძალა უეფას საკლუბო ტურნირებში გამოსვლა. ამ ფაქტორებმა განაპირობა ის რომ, საფეხბურთო ლიგა პირველი დივიზიონი, რომელიც იყო ინგლისური ფეხბურთის მთავარი საფეხბურთო შეჯიბრი 1888 წლიდან, უკვე ძალიან ჩამორჩებოდა იტალიურ სერია A-სა და ესპანურ ლა ლიგას, რამაც თავის მხრივ საუკეთესო ბრიტანელ ფეხბურთელთა საზღვარგარეთ გადინება გამოიწვია. 1990-იან წლებიდან ინგლისური ფეხბურთის მკვეთრი რეგრესი პროგრესმა შეცვალა. ამაზე უდიდესი გავლენა მოახდინა 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატმა, სადაც ინგლისის ნაკრებმა ნახევარფინალამდე მიაღწია, ასევე, უეფამ ინგლისელებს მოუხსნა 5 წლიანი დისკვალიფიკაცია და ისევ დართო ნება ევროტურნირებში გამოსვლისა. კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო ე.წ ტეილორის გეგმა, სტადიონებზე, რომლის მიხედვით გაძვირდა ბილეთები და ყველა ადგილი სტადიონებზე დარჩა მხოლოდ დასაჯდომი.
ბევრად მნიშვნელოვანი გახდა სატელევიზიო რეპორტაჟებიდან შემოსული თანხაც. საფეხბურთო ლიგამ მიიღო 6,3 მილიონი ფუნტი 1986 წელს, ორწლიანი ხელშეკრულების თანახმად, მაგრამ როცა ეს ხელშეკრულება განახლდა 4 წლით 1988 წელს, თანხამ აშკარად მოიმატა, 44 მილიონამდე! 1988 წელს თითქოს იყო ნიშნები იმისა, რომ ლიგა დაიშლებოდა, 10 კლუბი იმუქრებოდა გამოყოფას და თავიანთი ალტერნატიული სუპერლიგის ჩამოყალიბებას, თუმცა საბოლოოდ ისინი დაიყოლიეს დარჩენაზე.
ფუნდამენტი
1991 წლის დასრულებული სეზონის შემდეგ გადაწყდა ახალი საფეხბურთო ლიგის დაარსება, რომელიც კლუბებს გაცილებით მეტ შემოსავალს მოუტანდა. დამაარსებელი წევრების შეთანხმება გაფორმდა 1991 წლის 17 ივლისს, დადგინდა მთავარი პრინციპები ახალი ლიგის-პრემიერლიგისა.
ასე დასრულდა ინგლისის უძველესი 104 წლიანი ლიგის მოღვაწეობა, საფუძველი ჩაეყარა ახალ ლიგას, შეჯიბრების ძირითადი ფორმატი არ შეცვლილა, პრემიერლიგაში გუნდების იგივე რაოდენობა დარჩა, არ შეცვლილა გავარდნა-ქვედა დივიზიონიდან აღზევების პრინციპიც.
დაარსება
1992-93 წლების სეზონი გახლდათ პირველი, როცა სტარტი აიღო ახალმა ტურნირმა, ინგლისის პრემიერლიგამ. პირველ ტურნირში მონაწილეობდა 22 გუნდი. პირველი გოლი გაიტანა შეფილდ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა მანჩესტერ იუნაიტდეთან 2:1 მოგებულ მატჩში. 1995 წელს კლუბების რაოდენობა შემცირდა 20 მდე, როცა გავარდა ქვედა დივიზიონში 4 გუნდი და გადმოვიდა მხოლოდ 2. მას შემდეგ პრემიერლიგის ფორმატი არ შეცვლილა. ჩემპიონი ხდება გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბურთების სხვაობას, შემდეგ გატანილ გოლებს, თუ ეს მაჩვენებლებიც თანაბარია ურთიერთშეხვედრებს. რაც შეეხება ევროპულ ტურნირებზე გამსვლელ ადგილებს, ჩემპიონთა ლიგაში ავტომატურად ხვდება პირველი 3 გუნდი, მეოთხე ადგილზე გასული მონაწილეობს საკვალიფიკაციო რაუნდში. ევროპა ლიგაზე გადის მე-5 , მე-6 ადგილოსნები და ინგლისის თასის გამარჯვებულები, ასეთი თასი ინგლისში 2-ია, ფა და ქარლინგის თასები. (FA Cup და Carling Cup) ვარდება ქვედა დივიზიონში 3 გუნდი, რომლებმაც ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს, ხოლო ქვემოდან გადმოდის 2 გამარჯვებული და პლიუს ერთი, მე-3-მე-6 ადგილოსნებს შორის ჩატარებული პლეოფის გამარჯვებული.
ფინანსები და ტელე-მედია მხარდაჭერა
პრემიერლიგა არის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო ლიგა. მისმა შემოსავლებმა კარგა ხანია გადააჭარბა მილიარდებს. იგი მეოთხეა შემოსავლების მხრივ მსოფლიოში. სპორტულ ლიგებს შორის, ამერიკის ნაციონალური სპორტული ლიგების შემდეგ, რომლებიცაა: ნაციონალური საფეხბურთო ლიგა(არ აგერიოთ სოკერ ლიგაში), ბეისბოლის ლიგა და ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია(NBA) პრემიერლიგა შემოსავლების მხრივ უსწრებს კიდევ ერთ ამერიკულ გიგანტს, ნაციონალურ ჰოკეის ლიგას (NHL)
პრემიერლიგის კლუბები უმდიდრესები არიან საფეხბურთო სამყაროშო, საინტერესოა რომ უმდიდრეს საფეხბურთო კლუბთა ოცეულში პრემიერ ლიგის 7-8 გუნდი ყოველთვის ხვდება, როცა დანარჩენი ქვეყნის გუნდების რაოდენობა 4-ს არ აცილებია.
პრემიერ ლიგის ჩემპიონები (1992-2009)
პრემიერ ლიგის 17-ივე სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 7-მა კლუბმა მიიღო. ესენი არიან: „არსენალი", „ასტონ ვილა", „ჩელსი", „ევერტონი", „ლივერპული", „მანჩესტერ იუნაიტედი" და „ტოტენჰემი". ამ პრესტიჟული ტურნირის მოგება მხოლოდ ოთხმა კლუბმა მოახერხა. „მანჩესტერ იუნაიტედმა" - 11-ჯერ, „არსენალმა" - 3-ჯერ, „ჩელსიმ" 2-ჯერ და „ბლექბერნმა" ერთხელ.
1992/93 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
1993/94 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
1994/95 - „ბლექბერნ როვერსი"
1995/96 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
1996/97 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
1997/98 - „არსენალი"
1998/99 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
1999/00 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2000/01 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2001/02 - „არსენალი"
2002/03 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2003/04 - „არსენალი"
2004/05 - „ჩელსი"
2005/06 - „ჩელსი"
2006/07 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2007/08 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2008/09 - „მანჩესტერ იუნაიტედი"
2009/10 - ,,ჩელსი“
2010/11 -„მანჩესტერ იუნაიტედი"
ბომბარდირები :
პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირად „ბლექბერნისა" და „ნიუკასლის" ყოფილი ფეხბურთელი ალან შირერი ითვლება, რომელმაც კარიერა 2006 წელს დაასრულა. მან პრემიერ ლიგის ყველა მატჩში სულ 260 გოლი გაიტანა. შირერი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი სამჯერ გახდა. ენდი კოულთან ერთად მას ერთ სეზონში რეკორდული 34 გოლი აქვს გატანილი.
ალან შირერი - 260 გოლი
ენდრიუ კოული - 187 გოლი
ტიერი ანრი - 175 გოლი
რობი ფაულერი - 163 გოლი
ლეს ფერდინანდი - 149 გოლი
მაიკლ ოუენი-148 გოლი
ტედი შერინგემი - 147 გოლი
ფრენკ ლამპარდი-137 გოლი
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი - 127 გოლი
დუაიტ იორკი - 123 გოლი
ავტორი : რეზი კობახიძე