Image
საიტის წესები
1. საიტის ფუნქციონირებაში ნებისმიერი სახით მონაწილეობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით საიტის წესებს;
2. საიტი შექმნილია საქართველოში პრემიერ ლიგის პოპულარიზაციის მიზნით და საიტის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს (სპორტულ შეხედულებების მიუხედავად), რომელიც ეთანხმება საიტის წესებს;

3. საიტზე აკრძალულია მომხმარებლისთვის ნებისმიერი სახით შეურაცხყოფის მიყენება;

4. აკრძალულია პოსტვის დროს უცენზურო სიტყვის ნებისმიერი სახით გამოყენება, არა აქვს მნიშვნელობა სიტყვაში ჩასვამთ თუ არა სიმბოლოებს (მაგ. !@#$%… );

5. აკრძალულია საიტზე ყველანაირი "საქმის გარჩევა”;

6. აკრძალულია ე.წ. ფლუდერობა; უაზრო და არაფრისმთქმელი პოსტების გაკეთება; ან რამდენიმე პოსტის გაკეთება ზედიზედ, როდესაც ყველაფრის დაწერა ერთ პოსტში შეიძლება;

7. აკრძალულია ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელება და საიტის მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა;

8. აკრძალულია მომხმარებლის სახელად საიტებისა და სერვერების მისამართების, ან მათი ელემენტების, აგრეთვე უცენზურო სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

9. აკრძალულია საიტზე ნებისმიერ სახით რეკლამის გაკეთება ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმების გარეშე;

10. აკრძალულია ე.წ. სპამის დაგზავნა;

11. აკრძალულია სიახლესთან შეუსაბამო (არათემატური) კომენტარის გაკეთება;

12. აკრძალულია პროვოკაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);

13. აკრძალულია დისკრიმინაციული ქმედება (როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური გამოხატულება);

14. აკრძალულია სხვა პირების საავტორო უფლების დარღვევა, ანუ სხვა წყაროებიდან ტექსტის დაკოპირება მისი ავტორის ნებართვის გარეშე;

15. ზ/აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დამრღვევის მიმართ გამოიყენოს ნებისმიერი სახის დამსჯელი ღონისძიება;

18. ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს შეცვალოს ზ/აღნიშნული წესები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
шаблоны для dle